უკან დაბრუნება

საქართველოში დამკვიდრებული მითები ბიოლოგიური გამწმენდების შესახებ - რეალობა მარკეტინგული ხრიკების წინააღმდეგ

საქართველოში დამკვიდრებული მითები ბიოლოგიური გამწმენდების შესახებ - რეალობა მარკეტინგული ხრიკების წინააღმდეგ
10 ივნისი, 2026

საქართველოს ბაზარზე პერიოდულად ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს 98% ეფექტიანობის მქონე ბიოლოგიურ გამწმენდ სადგურებს ჰპირდებიან. მათივე რწმუნებით, შემოთავაზებული პროდუქტები არც ლამს წარმოქმნის, არ საჭიროებს ლამისგან დაცლას და სრულად აქრობს დაბინძურებას. 

ასეთი გამწმენდი სისტემა მეცნიერული აბსურდია: 

1. თუ სისტემა ლამს არ წარმოქმნის, ესე იგი არ მუშაობს ეფექტურად 

ამჟამად საქართველოს ბაზარზე ბიოლოგიური გაწმენდის სამი ძირითადი ტექნოლოგია გამოიყენება: აქტივირებული ლამი (Activated Sludge), გახანგრძლივებული აერაცია (Extended Aeration System) და პერიოდული მოქმედების რეაქტორი (Sequence Batch Reactor). სამივე ტექნოლოგია ერთსა და იმავე პრინციპს ეყრდნობა: წმენდის პროცესში ხდება დამაბინძურებელი ელემენტების (ძირითადად ორგანული დაბინძურება; შეწონილი ნაწილაკები; აზოტის ნაერთები; ფოსფორი) წყლისგან გამოცალკევება, ეს უკანასკნელი კი ფიზიკურად ვერ „გაქრება“. 

გამოცალკევებულ ორგანულ დაბინძურებას წყალში არსებული მიკროორგანიზმები საკვებად მოიხმარენ, ყოველი მოხმარებული დაბინძურების ერთეულზე კი ბაქტერიული მასის შესაბამისი ახალი ერთეული - ნამატი ლამი წარმოიქმნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარჩუნდება მასის ბალანსი, ეს უკანასკნელი კი არის ფიზიკის ფუნდამენტური კანონი. 

სისტემას, რომელიც ნამატი ლამის ამოტუმბვას არ საჭიროებს, უსასრულო ლამის შენარჩუნების დრო (SRT) უნდა ჰქონდეს, რაც სასრული მოცულობის ავზში ფიზიკურად შეუძლებელია. 

ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია ბიორეაქტორში და ტუტიანობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებში რჩება მხოლოდ ლამის პერიოდული მოცილების ხარჯზე.  

ქართულ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიებისთვის რეალობა ასეთია - მოწყობილობა ან აცალკევებს დაბინძურებას წყლისგან და წარმოქმნის ლამს, ან ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, აბინძურებს გარემოს, და შესაბამისად არც ლამს წარმოქმნის.  

 

2. 98%-იანი ეფექტიანობის მითი 

ბიოლოგიური გამწმენდების ტექნიკური მახასიათებლების შეფასებისას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა კომპანიები ხშირად იყენებენ ისეთ აბსტრაქტულ ფრაზებს, როგორებიცაა „98%-იანი ეფექტიანობა“, თუმცა მიზანმიმართულად არ აზუსტებენ, თუ რომელ პარამეტრზეა საუბარი. ხსენებული ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ბაზარზე, სწორ საოპერაციო პირობებში გაწმენდას ასრულებენ შემდეგი ეფექტურობით: 

პარამეტრი 

შემავალი ჩამდინარე წყალი 

აქტივირებული ლამი 

გახანგრძლივებული აერაცია 

პერიოდული მოქმედების რეაქტორი 

ბჟმ5 (BOD5) 

350 მგ/ლ 

25 მგ/ლ (92.8%) 

15 მგ/ლ (95.7%) 

≤ 15 მგ/ლ (≥ 95.7%) 

ქჟმ (COD) 

750 მგ/ლ 

120 მგ/ლ (84.0%) 

80 მგ/ლ (89.3%) 

≤ 75 მგ/ლ (≥ 90.0%) 

შეწონილი ნივთიერებები (TSS) 

400 მგ/ლ 

30 მგ/ლ (92.5%) 

20 მგ/ლ (95.0%) 

≤ 15 მგ/ლ (≥ 96.2%) 

საერთო აზოტი (Total N) 

70 მგ/ლ 

40 მგ/ლ (42.8%) 

25 მგ/ლ (64.3%) 

≤ 25 მგ/ლ (≥ 64.3%) 

საერთო ფოსფორი (Total P) 

12 მგ/ლ 

8 მგ/ლ (33.3%) 

6 მგ/ლ (50.0%) 

≤ 2 მგ/ლ (≥ 83.3%) 

 

მოყვანილი შემცირების პროცენტული მაჩვენებლები დადასტურებულია გერმანული სტანდარტის DWA-A 198-ით განსაზღვრული შემომავალი დასამუშავებელი წყლის დატვირთვების სტანდარტზე და ეფუძნება გერმანული ინსტიტუტის DIBt -ის მიერ აღიარებულ ნორმებს. ხოლო წმენდის ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებლები დადასტურებულია გერმანული Stand der Technik -ის მიერ (გერმანიაში მიღებული ტექნოლოგიების უმაღლესი სტანდარტი) და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა აახენის PiA (Prüfinstitut für Abwassertechnik) ჩამდინარე წყლების სისტემების ტესტირების და სერტიფიცირების ინსტიტუტი-ს მიერ, სერტიფიცირებით ნომერი DIN EN 12566-3. 

თუმცა ამ შედეგებს აღწევენ მხოლოდ ის გამწმენდი სისტემები, რომლებიც სერტიფიცირებულია განვითარებულ ქვეყნებში, ისეთი სარწმუნო ორგანიზაციების მიერ როგორიც არის მაგალითად PIA GmbH. მწარმოებლები, რომლებიც ვერ გადიან ასეთ მკაცრ ტესტირებებს, ვერ ხედავენ სხვა გზას, გარდა განვითარებად ქვეყნებში თავისი პროდუქციის რეალიზაციისა, სადაც ჯერ კიდევ არ არის რეალური მოთხოვნები ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემის ხარისხზე. 

შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული ჩამდინარე წყლის სისტემებიდან ვერცერთი აღწევს 98% ეფექტურობას, გასაწმენდი პარამეტრის თუნდაც ერთ კომპონენტზე. 

 

3. მითი 3 წელიწადში ერთხელ 15 წუთიანი მომსახურების შესახებ 

საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების მიხედვით EN 12566-3 (+ DWA-A 222) გახანგრძლივებული აერაციის სისტემებში პირველადი დალექვის გარეშე, მშრალი ნივთიერების ნამატი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით დღე-ღამეში 40 გრამს შეადგენს. 15 მოსახლეზე ეს მაჩვენებელი ერთ დღე-ღამეში 0.6 კილოგრამი იქნება, წელიწადში ~219 მშრალი ლამი, ამავე რაოდენობის მოსახლეზე წლიური სველი ლამის მოცულობა კი ~15 მ3 გამოდის (~15 კგ/მ3 ლამის კონცენტრაციით რაც არის ტიპური კონცენტრაცია ასეთი სისტემებისთვის). 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისტემას აქვს ანაერობული ზონა, რომელიც ლამს ნაწილობრივ შლის, ავზში ყოველწლიურად მაინც გროვდება რამდენიმე კუბური მეტრი ნალექი, 3 წლის განმავლობაში დაგროვილ ლამს კი გამწმენდი სისტემა ფიზიკურად ვერ დაიტევს, თუ მისი მოცულობა არ არის სულ მცირე 45 მ3, მაშინ როდესაც ასეთი სისტემების საშუალო მოცულობა 3 – 10 მ3-ს შეადგენს. საინჟინრო ნორმების დაცვით, სისტემის ლამისგან დაცლა ყოველ 12-18 თვეში ერთხელაა საჭირო. 

დაპირება, რომ სისტემას 3 წელი ხელი არ უნდა ახლოთ, არის იმის წინაპირობა, რომ სისტემა ანაერობულ (ლპობის) რეჟიმში გადავა და დაიწყებს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას ოპერაციის პირველივე წელს, რადგან ლამის ასენიზაციის გარეშე იზრდება MLSS-ის კონცენტრაცია, ჟანგბადზე მოთხოვნა აღემატება ჰაერის კომპრესორის ჟანგბად-გაცემის შესაძლებლობას, გახსნილი ჟანგბადის (DO) დონე ეცემა <2 მგ/ლ, და აერაციის ავზი გადადის ანაერობულ (სეპტიკურ) რეჟიმში, რაც იწვევს H₂S-ის წარმოქმნას და უსიამოვნო სუნის განვითარებას. 


Წყლის ხარისხის კონტროლი რეალურ დროში - დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობები
18 სექტემბერი, 2025

Წყლის ხარისხის კონტროლი რეალურ დროში - დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობები

როგორ მუშაობს წყლის ხარისხის დისტანციური მონიტორინგი და ამ მიმართულებით ინდუსტრიის საუკეთესო მოწყობილობებს - HACH-ის ინსტრუმენტებს განვიხილავთ.

წყლის ხარისხის კონტროლი უმაღლესი სიზუსტით - HACH-ის სპექტროფოტომეტრები 
4 ნოემბერი, 2025

წყლის ხარისხის კონტროლი უმაღლესი სიზუსტით - HACH-ის სპექტროფოტომეტრები 

HACH-ის სპექტროფოტომეტრები ზუსტად ზომავენ ნიმუშში ნივთიერებების კონცენტრაციას და წყლის ხარისხის უმაღლესი სიზუსტით კონტროლს უზრუნველყოფენ. 

წყლის ანალიტიკის გერმანული სტანდარტების გზამკვლევი
17 მარტი, 2026

წყლის ანალიტიკის გერმანული სტანდარტების გზამკვლევი

წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვის გერმანული სტანდარტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის გზამკვლევი.