გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გამკაცრებასთან ერთად, წყლის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისთვის თვალის დევნება სტრატეგიული აუცილებლობაა.
გარემოსდაცვითი აქტივობების გასაუმჯობესებლად, ჩამდინარე წყლების მონიტორინგისთვის ევროკავშირი ტრადიციული ჟანგბადის ქიმიური მოხმარებიდან (COD) თანამედროვე, საერთო ორგანული ნახშირბადის (TOC) და საერთო ბმული აზოტის (TNb) ანალიტიკაზე გადადის, რაც მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.
ეს გადასვლა არამხოლოდ უფრო ზუსტი მონაცემების მიღებას, ასევე იმ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ვალდებულებების აღმოფხვრას ემსახურება, რაც თან ახლავს ტრადიციულ (ჟქმ / COD) ჩამდინარე წყლის ანალიტიკის მეთოდს.
ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში 2026 წლის 1 იანვრიდან ISO 20236 სტანდარტით TOC-ის გაზომვა უკვე სავალდებულო გახდა, ხოლო დანარჩენ წევრ ქვეყნებს 2026 წლის ივლისამდე აქვთ ვადა ეროვნული ნორმებთან ჰარმონიზაციისთვის.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პირდაპირ ავალდებულებს საქართველოს, წყლის სექტორის მართვის პრინციპები დაუახლოვოს ევროპულ დირექტივებს. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და სომხეთისთვის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზება აღნიშნულ დოკუმენტებთან.
COD-ის პრობლემა
COD-ის ტრადიციული მეთოდი (DIN 38409-41) ორგანულ ნივთიერებებს ჟანგავს კალიუმის დიქრომატის, გოგირდმჟავისა და ვერცხლისწყლის სულფატის გამოყენებით. ეს პროცესი ქმნის დამატებით მუდმივ ვალდებულებას და ხარჯს მუნიციპალიტეტებისთვის და საწარმოებისთვის.
- პროცესი წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს, რომლებიც შეიცავს ექვსვალენტიან ქრომსა (Cr6+) და ვერცხლისწყალს. ორივე მათგანი საჭიროებს სპეციალიზებულ, ძვირადღირებულ უტილიზაციას.
- მეთოდის სიზუსტე შეზღუდულია, რადგან COD მგრძნობიარეა არაორგანული აღმდგენი აგენტების (მაგალითად, ქლორიდების) მიმართ, რამაც შეიძლება არაზუსტი შედეგები აჩვენოს მაღალი მარილიანობის მქონე ნიმუშებში — რაც ხშირია ბევრ სამრეწველო ჩამდინარე წყალში.
- COD მოითხოვს ხანგრძლივ, ორსაათიან დაშლის პერიოდს, რაც მონაცემებს გამოუსადეგარს ხდის რეალურ დროში პროცესში ჩარევისთვის.
საბოლოო ჯამში, ანალიტიკური პროცესი რომელიც გამოიყენება COD მეთოდში, არის ნელი და ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად სანდო და ამასთანავე წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს.
ახალი სტანდარტი: TOC/TNb
DIN EN ISO 20236:2025 სტანდარტი სველ ქიმიურ დაჟანგვას ანაცვლებს მაღალტემპერატურული კატალიზური წვით (High-temperature catalytic oxidative combustion), რაც საერთო ორგანული ნახშირბადის (TOC) და საერთო ბმული აზოტის (TNb) ერთდროულად გაზომვის საშუალებას იძლევა.
TOC ანალიზი უზრუნველყოფს რეალური ორგანული შემცველობის უფრო ზუსტ და ქიმიურად დასაბუთებულ გაზომვას, ვიდრე COD.
მეთოდის უპირატესობები:
- ნაკლები ზემოქმედება გარემოზე: არ საჭიროებს ქრომს, ვერცხლისწყალსა და სპეციალიზებულ ნარჩენების გამოყენებას და შესაბამისად გამორიცხავს მათ შემდგომ უტილიზაციას
- სწრაფი შედეგი: სულ მცირე 2 საათის ნაცვლად COD-ს შემთხვევაში, არაუმეტეს 10 წუთისა TOC-ისთვის.
- უფრო მაღალი სიზუსტე: TOC პირდაპირ ზომავს ნახშირბადის შემცველობას, ქლორიდების ან სხვა არაორგანული ნივთიერებების მხრიდან ხელის შეშლის გარეშე.
შედარებითი ანალიზი: ჟანგბადის ქიმიური მოხმარება (COD) VS საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC)
|
პარამეტრი |
ტრადიციული COD ტესტირება (DIN 38409-41) |
მაღალტემპერატურული კატალიზური ოქსიდაციური წვა (ISO 20236:2025) |
|
რეაგენტების გამოყენება |
დამოკიდებულება ტოქსიკურ K2Cr2O7, H2SO4 და HgSO4-ზე. |
წვა რეაგენტების გარეშე; გამორიცხავს სახიფათო ნარჩენების დაგროვებას. |
|
ანალიზის დრო |
~2 საათი (მხოლოდ რეტროსპექტიული მონიტორინგი). |
<10 წუთი (თითქმის რეალურ დროში პროცესის კონტროლი). |
|
გაზომვის სიზუსტე |
მაღალი ხელისშეშლა ქლორიდების/არაორგანული ნივთიერებებისგან. |
ნახშირბადის პირდაპირი გაზომვა; ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე. |
ეს გადასვლა ანალიტიკური სიზუსტისკენ აუცილებელია იმ სულ უფრო კომპლექსური და ცვლადი ჩამდინარე წყლების ნაკადების მართვისთვის, რომლებიც ახასიათებს თანამედროვე სამრეწველო ოპერაციებს.
რას ნიშნავს ეს გადასვლა გარემოსდაცვითი, მუნიციპალური, და ინდუსტრიული პროცესებისთვის
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, COD-ისგან განსხვავებით, ამ მეთოდის შედეგად არ წარმოიქმნება ისეთი ტოქსიკური ნარჩენები, როგორებიცაა ექვსვალენტიანი ქრომი და ვერცხლისწყალი.
გარემოსდაცვითი უწყებებისთვის კი TOC/TNb სტანდარტზე გადასვლა იმის გარანტია, რომ მუნიციპალიტეტებისა და საწარმოების მიერ მიწოდებული მონაცემები იქნება ზუსტი, მანიპულაციებისა და ქლორიდებით გამოწვეული ცდომილებებისგან თავისუფალი. გარდა ამისა, მუნიციპალური ჩამდინარე წყლების ევროპული დირექტივის ახალი რედაქციით, აქცენტი კეთდება ენერგონეიტრალიტეტსა და სახიფათო რეაგენტების გამოყენების შემცირებაზე. ჩამდინარე წყლების დამუშავებისას, ბიოლოგიური გაწმენდის ეტაპზე, ვინაიდან TOC თითქმის რეალურ დროში ზომავს მონაცემებს, ეს საშუალებას იძლევა ოპტიმიზდეს ჰაერის კომპრესორების მუშაობა, რაც მუნიციპალური სადგურების ელექტროენერგიის ხარჯის 30-%-მდე შემცირების შესაძლებლობას ქმნის.
HACH-ის BioTector B3500 და B7000
რაც შეეხება ინდუსტრიულ პროცესებს, სამრეწველო გარემოში სტანდარტული წვის ბაზაზე მომუშავე TOC ანალიზატორები ხშირად გამოდიან მწყობრიდან. ამის ძირითადი მიზეზებია ნიმუშის დაბინძურება მარილებით, ნაწილაკებით, ცხიმებითა და ნავთობპროდუქტებით. ტრადიციული TOC ანალიზატორები ხშირად ვერ უმკლავდებიან ამ დატვირთვას, რაც იწვევს არაზუსტ ჩვენებებს და ძვირადღირებულ საოპერაციო ჩარევებს.
სწორედ აქ გამოირჩევა HACH-ის Biotector B7000i. მისი თვითმწმენდი ორეტაპიანი მოწინავე დაჟანგვის (TSAO – Two Staged Advanced Oxydation) ტექნოლოგია შექმნილია ისეთ რთულ ნიმუშებთან სამუშაოდ, რომლებიც შეიცავს ლამს, ცხიმებს, მარილებსა და მყარ ნაწილაკებს — ფილტრაციის საჭიროების გარეშე.

სტანდარტული წვისგან განსხვავებით, TSAO იყენებს თხევადი ფაზის დაჟანგვის პროცესს. სისტემა წარმოქმნის მაღალრეაქტიულ ჰიდროქსილის რადიკალებს (⋅OH) ორგანული ნივთიერებების მოლეკულურ დონეზე დასაჟანგად. Biotector თავიდან იცილებს გაჭედვისა და მარილის დაგროვების პრობლემებს, რაც მუდმივად აფერხებს ტრადიციულ სისტემებს.
იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ნერგავენ TOC/TNb მონიტორინგს, Biotector-ის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- არათერმული მარილების მართვა: თხევად ფაზაში დაჟანგვის წყალობით, სისტემა გამორიცხავს „მარილის ლღობას“, რომელიც, როგორც წესი, ანადგურებს წვის ტიგელებს.
- თვითწმენდის შესაძლებლობები: ფართო მილების დიზაინი და დაჟანგვის ქიმია საშუალებას აძლევს სისტემას დაამუშაოს 2 მმ-მდე ზომის ნაწილაკები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი ფილტრაციის მოთხოვნებსა და ტექნიკური მომსახურების სიხშირეს.
- ენერგოეფექტიანობა: მოწყობილობის ენერგეტიკული ხარჯი 5-ჯერ ან უფრო მეტად ნაკლებია სტანდარტულ, წვის ტიპის TOC ანალიზატორებთან შედარებით.
საინჟინრო რეკომენდაციები
ობიექტებისა და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებიც გეგმავენ ამ გარდამავალ პროცესს, გამოიყოფა სამი პრიორიტეტი:
- დაიწყეთ COD-ზე დაფუძნებული მონიტორინგის ეტაპობრივი ჩანაცვლება სახიფათო რეაგენტების პასუხისმგებლობის მოსახსნელად და გამოიყენოთ TOC/TNb ერთდროული ანალიზის მეთოდი
- მაღალი მარილიანობის ან უხეში ნაწილაკების შემცველ გარემოში მოერიდეთ სტანდარტულ წვის დანადგარებს. გამოიყენეთ TSAO-ზე დაფუძნებული სისტემები, როგორიცაა Biotector B3500 და B7000, რათა გაზარდოთ უწყვეტი მუშაობის დრო და დაიცვათ სისტემა მისი შემადგენელი კომპონენტის, კატალიზატორის „მოწამვლისაგან“ (Catalyst Poisoning) და მარილების და სხვა დამაბინძურებლების დალექვისგან.
- გამოიყენეთ TOC-ის სწრაფი ანალიზის დრო ორგანული დატვირთვის პროაქტიული მართვისთვის, ბიოლოგიური გაწმენდის სისტემის დასაცავად, მისი ეფექტური მართვისთვის, და ჩამდინარე წყლების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.
დასკვნა
COD-დან TOC/TNb-ზე გადასვლის მიზანია გარემოსდაცვითი აქტივობების ეფექტურობის გაზრდა, და წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებას ორგანული დაბინძურების გაზომვასა და რეგულირებაში. საქართველოში ამ სტანდარტის დროული დანერგვა უზრუნველყოფს კანონმდებლობის მზაობას ევროინტეგრაციის პროცესში და გაუმჯობესებულ, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური გარემოსდაცვითი მართვის უზრუნველყოფას.