აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჯგუფი A: სასმელი წყლის უსაფრთხოება
უკან დაბრუნება

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჯგუფი A: სასმელი წყლის უსაფრთხოება

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჯგუფი A: სასმელი წყლის უსაფრთხოება
27 ივლისი, 2026
2 წუთის საკითხავი

ქვემოთ წარმოდგენილი სტანდარტები და ეროვნული რეგულაციები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც აგებულია სასმელი წყლის უსაფრთხოების სისტემა გერმანიასა და ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში:

  • KTW
  • DVGW W270
  • TrinkwV

KTW/DVGW/W270 სერტიფიკატები, რომლებიც გერმანიის კანონმდებლობითაა მოთხოვნილი, უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობაში გამოყენებული მასალები უსაფრთხო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ ცვლიდეს სასმელი წყლის თვისებებს.

  • KTW - გერმანიის პლასტმასის მასალებისა და სასმელი წყლის სტანდარტი, გერმანიის გარემოსდაცვითი სააგენტოს (UBA) სახელმძღვანელო მითითებებია, რომელიც სასმელ წყალთან კონტაქტში მყოფი მასალების ქიმიურ უსაფრთხოებას ამოწმებს.
  • DVGW W270 (გერმანიის ბუნებრივი აირისა და წყლის ასოციაცია) სერტიფიკატი ადასტურებს მოწყობილობის შესაბამისობას ყველა ტექნიკურ და ჰიგიენურ მოთხოვნასთან.

გერმანიის სასმელი წყლის დადგენილების - TrinkwV[1]-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, წყლის მრიცხველების მასალები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მოწყობილობა წყალმომარაგების სისტემაში ბაქტერიულ დაბინძურებას არ შეუწყობს ხელს.

DVGW-ის ტექნიკური წესები უკავშირდება და ეყრდნობა DIN EN ISO 4064 სტანდარტს და აღნიშნავს, რომ წყლის მრიცხველები MessEG-ის გაზომვისა და კალიბრაციის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის დამოწმების მოთხოვნებს ექვემდებარება. (DIN EN ISO აბრევიატურები იმაზე მიგვითითებს, რომ დოკუმენტი ერთდროულად სამივე - საერთაშორისო (ISO), ევროპისა(EN) და გერმანიის(DIN) დონეზეა მიღებული).

ერთობლივად, ეს ოთხი რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ გერმანიის სასმელი წყლის სისტემებში გამოყენებული ნებისმიერი კომპონენტი (მრიცხველები, სარქველები, მილები, საზომი და საკონტროლო ხელსაწყოები, და სხვა) იყოს: სამართლებრივად შესაბამისი (TrinkwV), ქიმიურად უსაფრთხო (KTW), მიკრობიოლოგიური ზემოქმედების მიმართ მდგრადი (W270), და სრულად გამოცდილი და სერტიფიცირებული აღიარებული ავტორიტეტის მიერ (DVGW).

წყაროები:

[1] - TrinkwV


გაზიარება

დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები - როგორ გვიცავს და რით გვემუქრება დამუშავებული წყალი
26 აგვისტო, 2025

დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები - როგორ გვიცავს და რით გვემუქრება დამუშავებული წყალი

წყლის დეზინფექცია აუცილებელია მისი გაუსნებოვნებისთვის, თუმცა, მას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება.

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის
14 აპრილი, 2026

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის

ევროკავშირის 2024/3019 ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივა არა უბრალოდ რეგულაციების წყება, არამედ გზამკვლევი წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად.

გერმანული „ოქროს სტანდარტი“ ჩამდინარე წყლების მართვაში: კანონი, ტექნოლოგია და პრაქტიკა
13 თებერვალი, 2026

გერმანული „ოქროს სტანდარტი“ ჩამდინარე წყლების მართვაში: კანონი, ტექნოლოგია და პრაქტიკა

ჩამდინარე წყლების დამუშავების გერმანული კანონმდებლობა.