2025 - კომპანიას მივაწოდეთ KROHNE-ს OPTIWAVE რადარული დონმზომები, რომლებიც დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით. დამატებით კომპანიას გავუწიეთ ტექნიკური მომსახურება.
2021 - Ytong-ის მიერ მოწოდებული წყლის კვლევის ანალიზების საფუძველზე შევარჩიეთ წყლის დამუშვაბის სამ ეტაპიანი სისტემა - პირველიადი ოქსიდაცია და ორ ეტაპიანი მექანიკური ფილტრაცია, რომელიც მექანიკურად დაბინძურებულ არხის წყალს ტექნიკურ წყლად გარდაქმნის. წყლის სიმღვრივიდან გამომდინარე სისტემა თავად ირჩევს დამუშავების ტემპს, რათა შენარჩუნდეს ფილტრაციის ეფექტიანობა. სისტემის მონტაჟისთვის Ytong-ს მივაწოდეთ:
- Culligan-ის ქვიშის ფილტრები, მეორე ეტაპის ფილტრაციის ფილტრი და ქლორის დოზატორი;
- Pentair-ის ჩასაძირი ტუმბოები და ამავე ბრენდის ტუმბოები ქარხანაში წყლის მისაწოდებლად;
- ელექტროობა წყლის სისტემის ავტომატურ რეჟიმში სამუშაოდ;
- წყლის ბუფერული ტანკი.
პროდუქტების მიწოდების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო აღნიშნული სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება.