
Kutaisi International Airport: წყლის სისტემის ავტომატიზაცია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა არსებული წყლის მოპოვების, ფილტრაციისა და დისტრიბუციის სისტემის ავტომატიზაციის სამუშაოები შეასრულა.
პროცესს ჩვენივე ოფისიდან, დისტანციური მენეჯმენტის სისტემის საშუალებით ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი ინფორმაცია მისი სტატუსის შესახებ. აღსანიშნავია, რომ წყლის სისტემის სრული ავტომატიზაცია არსებულ წყლის ინფრასტრუქტურას გაცილებით უსაფრთხოს და მარტივად სამართავს ხდის.