
GWP: ლაბორატორიის აღჭურვა და წყლის სიმღვრივის ანალიზატორების დამონტაჟება
2023 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის დავამონტაჟეთ წყლის სიმღვრივის ონლაინ ანალიზატორები, რომელთა საშუალებითაც დროულად გახდა შესაძლებელი წყალში სიმღვრივის აღმოჩენა და საოპერაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება დაჩქარებული რეაგირებისთვის. 2024 წელს განვაახლეთ და უახლესი მოწყობილობებით აღვჭურვეთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიები. 2025 წელს კომპანიას ამერიკული Pentair-ის მოწყობილობებით აღჭურვილი კანალიზაციის მიწისქვეშა სატუმბი სადგური მივაწოდეთ. სადგური ორი PENTAIR PRIOX 50-500/11 M AUT ტუმბოსგან, Hebefix 200-50 ჰერმეტული კონტეინერისგან, ერთი დაცვისა და მართვის ფარისგან, ორი უკუსარქველისგან და სამი ფეკალური ტივტივასგან შედგება.